ბათუმი პოეზიისა და პროზის ტრადიციულ
ფესტივალს - „ლექსების გამოფენას“ მასპინძლობს. ორგანიზატორების განცხადებით, წელს კონკურსში
მონაწილეობას 110 ავტორი მიიღებს, აქედან 65 პოეზიაში, 45 კი - პროზაში.
დღეს 17:00 საათზე პოეზიაში კონკურსი
გაიმართება, ხოლო ხვალ 15:00 საათიდან მაყურებლისა და ჟიურის ყურადღება პროზისაკენ
იქნება მიმართული. წინა წლების მსგავსად, ჟიურიში წელსაც 6 ადამიანია. ესენი არიან
: დათო ტურაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, პაატა ნაცვლიშვილი, ნინო
სადღობელაშვილი და ზაალ ებანოიძე.
შეგახსენებთ, რომ „ლექსების გამოფენა“ უკვე მერვედ იმართება. პირველი
სამი ღონისძიება მხოლოდ აჭარის მასშტაბით გაიმართა, ხოლო დანარჩენმა ხუთმა
ფესტივალმა მთელი საქართველო მოიცვა.
internet.ge