ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა Billboard
music awards-ის 18 დაწესებული ნომინაციიდან 12-ში გაიმარჯვა.
ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიაზე
მომღერალმა, სხვა დანარჩენთან ერთად, პრიზები „წლის საუკეთესო მომღერლის“ და „საუკეთესო
ალბომის“ ნომინაციისთვის მიიღო.
მანამდე, ადელი ბრიტანეთის წლის საუკეთესო მომღერლად Brit Awards-ის
დაჯილდოებაზე აღიარეს. მანვე დაიმსახურა Grammy-ს 6 ჯილდოც.
Internet.ge