Sunday Times-ის მიერ გამოქვეყნებულ 50 ყველაზე მდიდარ
მუსიკოსს შორის, კომპოზიტორებთან, შემსრულებლებთან და მომღერლებთან ერთად, მუსიკალური
ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც შევიდნენ. ამ სიაში მოხვდნენ პროდიუსერები და ბიზნესმენებიც,
რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ.
პირველი
ადგილი Zomba Music Group-ის ხმისჩამწერი
სტუდიის დამფუძნებელმა, კლაივ
კალდერმა დაიკავა, რომელიც ამ სიაში ერთადერთი მილიარდელია. მისი შემოსავალი ბოლო წლის
განმავლობაში 50 მილიონი ფუნტი სტერლინგით გაიზარდა. მეორე ადგილზე მუსიკალური თეატრის
ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროდიუსერი - ქემერონ მაკინტოში გავიდა. მესამე ადგილზე დაწინაურდა
პოლ მაკარტნი, რასაც ოქტომბერში ნენსი შეველზე ქორწინებას უკავშირებენ - ამ უკანასკნელს
საკმაოდ დიდი ქონება გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ მე-6 ადგილზე საიმონ ფულერი გავიდა
- ინგლისელი მუსიკოსი და სატელევიზიო პროდიუსერი, რომელიც სატელევიზიო მუსიკალური შოუს
სერიებს ქმნის.
ათეულში
მოხვდა დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ტანდემიც, რომელთა ქონებაც ბოლო წლის
განმავლობაში 25-დან 190 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა. ასევე, Coldplay-ის ვოკალისტი კრის მარტინი თავის მეუღლესთან
- მსახიობ გვინეტ პელტროუსთან ერთად, რომელთა ქონებაც 72 მილიონ ფუნტს შეადგენს.
internet.ge