ლონდონში, ჩელსის რაიონში, მსოფლიოში
ყვავილების ყველაზე დიდი ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბედ
II-ც დაესწრო.
სპეციალურად დედოფლისთვის, მებაღეებმა ვარდის
რამდენიმე ახალი სახეობა გამოიყვანეს, მათ შორის, მონაცისფრო-მოვარდისფრო, რომელიც
ელიზაბედს ძალიან მოეწონა.
განსაკუთებული ინტერესი გამოიწვია მწვანე
ბუჩქნარებმა, რომელსაც ძაღლის ფორმა ჰქონდა მიცემული.
ყვავილების ფესტივალი ჩელსიში უკვე 150 წელია
ტარდება და დედოფალი მას ყოველ წელს სტუმრობს. გამოფენა კვირის ბოლომდე გასტანს.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მას 150 ათასზე მეტი ადამიანი მოინახულებს.
internet.ge