24 მაისს, თბილისის
მიწისქვეშა გადასასვლელები პროექტს Undergo. The parallels–ს
უმასპინძლებს.
ღონისძიების
განმავლობაში 41 მხატვარი 12 ქვეყნიდან, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ადგილზევე
იმუშავებენ და თავის შემოქმედებას კედლებზე გადმოიტანენ.
„პროექტს “Undergo.
The
parallels” აქვს ორი მთავარი მიზანი: პრაქტიკული და არტისტული“– ნათქვამია
პროექტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
„პრაქტიკული მიზნების
თვალსაზრისით, ჩვენი სურვილია თბილისის მოსახლეობას გავუჩინოთ მეტი სურვილი, თუ
ინტერესი გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები. ამისთვის სასურველია, ხელოვანებმა
იმუშაონ პირდაპირ ადგილზე, ზოგიერთი ნამუშევარი პროექტის ხანგრძლივობის მანძილზე
იქნება ნაჩვენები, მაგრამ ასევე მოეწყობა ერთჯერადი, დროებითი
წარმოდგენებიც“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიება 24 მაისს,
20:00 საათზე დაიწყება და 3 ივნისამდე გასტანს.
პროექტი ხორციელდება სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის მხარდაჭერით. მისი პატნიორია ასევე
ქ. თბილისის მერია და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
internet.ge