ქართველი მომღერალი „ევროვიზიის“ ფინალში ვერ
მოხვდა. მასთან ერთად კონკურსს გამოეთიშნენ ბელორუსის, ბულგარეთის, ხორვატიის,
სლოვაკეთის, სლოვენიის, ნიდერლანდების და პორტუგალიის წარმომადგენლები.
ფინალური ეტაპში მონაწილეობის უფლება კი
მოიპოვეს ლიტვამ, ბოსნიამ და ჰერცოგოვინამ, სერბეთმა, უკრაინამ,
შვედეთმა, მაკედონიამ, ნორვეგიამ, ესტონეთმა, მალტამ და თურქეთმა.
პირველ ნახევარფინალში გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთად
ფინალში ავტომატურად მოხვდებიან აზერბაიჯანელი მომღერალი, შარშანდელი კონკურსის
გამარჯვებული ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე დიდი ხუთეულის" - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის,
საფრანგეთის, ესპანეთის და იტალიის წარმომადგენლები.
internet.ge