საქართველოში უსინათლო პოეტთა კრებულების გამოცემა იგეგმება
15:10 25.05.2012
|
დღის სიახლეები
|
პროექტი “ვიმეგობროთ უსინათლოებთან” ფარგლებში საქართველოში მოღვაწე უსინათლო პოეტთა მოძიება იგეგმება.
„სამწუხარო მიზეზთა გამო უსინათლო ავტორთა შემოქმედებას ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს. აღნიშნული პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა საზოგადოებასთან ინტერაქციას შეუწყობს ხელს და ვფიქრობთ, რომ საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში შშმ უსინათლო ავტორთა ინტეგრაციით, მკითხველი არაერთ საინტერესო შემოქმედს აღმოაჩენს“ - ახცადებენ პროექტის ორგანიზატორები.
კრებული ორენოვანი, ქართულ-ინგლისური იქნება, რათა ავტორთა შემოქმედება უცხოელ მკითხველისა და გამომცემლებისათვისაც გახდეს ცნობილი.
ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ამ პროექტით საგამომცემლო ბიზნესიც დაინტერესდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|