დღეს, თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში, 15:30-ზე "საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნზე 13 ავტორი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის - მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, დავით მუსხელიშვილი და სხვები.
”საქართველოს ისტორიის ოთხტომეულს” წიგნის რამდენიმე ავტორი თავად წარადგენს, მათ შორის მარიკა ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, ალეკო დაოშვილი, გიორგი ოთხმეზური და როინ მეტრეველი.
საქართველოს ისტორია, ოთხი ეპოქა ოთხ ტომად, უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის ბოლომდე, შევსებული ფაქტებით და გამორჩეული ილუსტრაციებით - ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ არის შესაძლებელი.
"საქართველოს ისტორიის ოთხტომეული" გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ახალი პროექტია.
Internet.ge