აფხაზეთის ხელოვნების სკოლების ახალგაზრდული კონკურს-ფესტივალი „მუზა 2012“ გაიმართება
დღეს,
აფხაზეთის ხელოვნების სკოლების ახალგაზრდული კონკურს-ფესტივალი „მუზა
2012" გაიხსნება. ფესტივალი წელს
პირველად იმართება და
მასში აფხაზეთის სახელოვნებო, სამუსიკო და
სამხატვრო სკოლების 200-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მუსიკალურ საღამოს 28-29 მაისს, მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა"
(კუს ტბის ასახვევი #3) უმასპინძლებს.
ფესტივალი 28 მაისს, 12:00 საათზე, აფხაზეთის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება.
აფხაზეთის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს შეასრულებენ. ასევე, წარმოდგენილი იქნება ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრის, საესტრადო და
ფოლკლორული განყოფილებები. დღის
ბოლოს, სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
კონკურს-ფესტივალი „მუზა
2012" აფხაზეთის ა/რ
მთავრობის მხარდაჭერითა და
აფხაზეთის განათლებისა და
კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
internet.ge