29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, „ევროპის კვირეული –
2012" გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები,
ლექციები, გამოფენები და წიგნის პრეზენტაცია.
ევროპის კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანიც
საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით
კავშირების გაღრმავებაა.
წლევანდელი კვირეულის დისკუსიებისა და ლექციების საერთო თემაა
„სოციალური ტრანსფორმაცია ევროპაში“.
კვირეულის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ოფიციალურ
ვებ-გვერდზე: www.europeanweek.ge
Internet.ge