დღეს, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი
თბილისი Open Air 2012 გაიხსნება. წელს ფესტივალი ზაფხულის პირველ შაბათ-კვირას, 2 და
3 ივნისს, ახალ საფესტივალო ქალაქში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე, Tbilisi
Valley-ზე გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია ალთერვიჟენ ჯგუფი, ფესტივალი
ტარდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
2 ივნისს, ფესტივალის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, საღამოს 11:00
საათზე დაიწყება "Electro Sunrise”, რომელიც მზის ამოსვლამდე გაგრძელდება.
თბილისი Open Air 2012 გამომსვლელების მხრივ მეტად მრავალფეროვანია,
მასში მონაწილეობას რვა უცხოელი და თოთხმეტი ქართველი არტისტი მიიღებს. უცხოელ
ჯგუფებსა და სოლო მომღერლებს შორის არიან არტისტები რუსეთიდან, ავსტრალიიდან,
გერმანიიდან, ბელარუსიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან და შვედეთიდან.
ფესტივალის ორგანიზატორთა
განცხადებით, წელს სტუმრებს სრულყოფილ მომსახურეობასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას
ჰპირდებიან.
თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, თბილისი Open
Air უკვე სამი წელია ტარდება. პირველად თბილისის ყოველწლიური მუსიკალური
ფესტივალი, თბილისი Open Air 2009 წელს ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალს
50 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ფესტივალი 15:00 საათზე იხსნება.
internet.ge