ლოს-ანჯელესში MTV Movie Awards გამარჯვებულები
გამოავლინეს.
წლის საუკეთესო ფილმად „ბინდი საგა: განთიადი“ (The
Twilight Saga: Breaking Dawn) დასახელდა. ნომინაციაში - „MTV-ის თაობის აღიარება“
- ჯონი დეპმა გაიმარჯვა, ხოლო „წლის აღმოჩენა“ ახალგაზრდა მსახიობი შეილი ვუდლი გახდა,
ფილმიდან „შთამომავლობა“.
მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო ჯოშ ჰატჩერსონმა
დაიმსახურა „მშიერი თამაშებისთვის“ (The Hunger Games), ხოლო ქალის როლის საუკეთესო
შემსრულებლად ჯენიფერ ლოურენსი აღიარეს იმავე ფილმში მონაწილეობისთვის.
საუკეთესო კოცნა, ჟიურის გადაწყვეტილებით, კვლავ რობერტ პატინსონსა
და კრისტენ სტიუარტს ეკუთვნით. საუკეთესო მუსიკალურ კომპოზიციად ამერიკელი რეპერ-დიჯეების
LMFAO-ს სიმღერა Party Rock Anthem დასახელდა,
ფილმიდან 21 Jump Street.
MTV-ის სატელევიზიო დაჯილდოვება 1992 წლიდან იმართება. პოპკორნის
ფორმის პრიზი ავტორიტეტულად ითვლება, რადგან ნომინანტებს შორის საუკეთესოს მაყურებლები
ავლენენ.
Internet.ge