თბილისი საერთაშორისო
ახალგაზრდულ "Kavkaz Jazz" ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალში
მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან
და გერმანიიდან.
„Kavkaz Jazz" ფესტივალი საგანმანათლებლო ხასიათისაა. მისი მიზანია, ხელი
შეუწყოს ჟაზის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენას. ფესტივლის
ფარგლებში ხელი შეეწყობა მუსიკოს-შემსრულებლების კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ხელს
შეუწყობს შემსრულებლების შემდგომ თანამშრომლობას,“ – ახცადებენ
ფესტივალის ორგანიზატორები.
"Kavkaz
Jazz" ფესტივალი 6 ივნისს, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ფოტოგამოფენით – „გერმანული ჯაზი“ გაიხსნება და 9 ივნისამდე გაგრძელდება.
„Kavkaz Jazz Festival“
–ს თბილისი უკვე მესამედ მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
Internet.ge