დღეს ფოტოკონკურსი „ქოლგა“ იწყება, ტრადიციადქცეული ფოტოკონკურსი წელს
უკვე მეტერტმეტედ იმართება. რებრენდინგის ფარგლებში ფოტოკონკურსს „Kolga TBILISI
PHOTO“ ეწოდა, ასევე შეიქმნა კორპორატიული სტილი, ახალი ლოგო, დაემატა
გამოფენებისა და საგანმანათლებლო მიმართულება.
ფოტოკონკურსის მიზანია ინტერნაციონალური ფოტოგრაფიის, სხვადასხვა
ფოტოგრაფიული პოზიციის, კლასიკური და თანამედროვე ფოტოგრაფიის დაკავშირება
საქართველოსთან.
ფოტოგამოფენის ფარგლებში ჩატარდება საინტერესო გამოფენები, მონაწილეებისთვის სხვადასხვა ფოტო-უორკშოპი, პოტფოლიო განხილვები და მოხსენებები. ასევე გაიმართება დისკუსიები, რომლებსაც ჩაატარებენ ევროპელი და ამერიკელი ფოტოგრაფები და კურატორები.
„Kolga TBILISI PHOTO“ ტარდება თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს, გენერალური სპონსორის „თიბისი ბანკის“, ამერიკის საელჩოს, „მეიდან
ჯგუფის“, კომპანია „ფოტოსამყაროსა“ და სხვა პარტნიორების მხარდაჭერითა და
დაფინანსებით.
„Kolga TBILISI PHOTO“ დღეს
გაიხსნება და 13 ივნისამდე გასტანს. მისი საპრიზო ფონდი 5000 აშშ დოლარის
შეადგენს.
Internet.ge