ლონდონში არქეოლოგებმა იმ თეატრის ნანგრევები აღმოაჩინეს, სადაც XVI საუკუნის ბოლოს პირველად დაიდგა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“.
თეატრში, სახელწოდებით „ფარდა“, ასევე, პირველად წარმოადგინეს
პიესა „ჰენრიV“.
როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ამ თეატრის სცენა შექსპირისთვის
წარმატებული არ ყოფილა. „ფარდა“ ძირითადად საცირკო წარმოდგენებს მასპინძლობდა, ამიტომაც
მაყურებელი ინგლისელი დრამატურგის სპექტაკლებს ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა.
Internet.ge