მსახიობი ჯულიანა მური, თავისი კოლეგის ჯოზეფ გორდონ-ლევიტის სარეჟისორო დებიუტში, ერთ-ერთ როლს შეასრულებს. „Variety“-ს ცნობით, მსახიობი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს კომედიური ჟანრის ფილმში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, მურს წილად ხვდა როლი, ფილმის მთავარი გმირის (რომელსაც თავად გორდონ-ლევიტი ასრულებს), არამიმზიდველი ხელმძღვანელის.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმში ქალის მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი შეასრულებს. დანარჩენი დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
გორდონ-ლევიტის კომედიაში მონაწილეობის პარალელურად ჯულიანა მური დაკავებულია ფილმების „ინგლისურის მასწავლებლი“, „რა იცოდა მეიზიმ“ და „მეშვიდე შევილი“-ს გადაღებებით.
რაც შეეხება 31 წლის ჯოზეფ გორდონ-ლევიტს, მას აქამდე სრულმეტრაჟიანი ფილმი არ გადაუღია, თუმცა მსახიობს აქვს მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობის გამოცდილება. ასე მაგალითად, 2010 წელს მან წარმოადგინა შვიდწუთიანი ფილმი სახელწოდებით: „მორგანისა და დესტინის მეთერთმეტე შეხვედრა: ცეპელინის ზოოპარკი“.
Internet.ge