ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის - „დაბრუნების დასაწყისის“ ჩვენება გაიმართება
15:19 14.06.2012
|
დღის სიახლეები
|
15 ივნისს, პარასკევს, 19 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის - „დაბრუნების დასაწყისი“ - ჩვენება გაიმართება.
ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი „დაბრუნების დასაწყისი“ (დავით კობერიძე, როლანდ მათიაშვილი, გაიოზ მამალაძე), ბაგრატიონ-მუხრანბატონთა უფროსი ოჯახის წევრთა რეპრესიების, სამშობლოდან იძულებითი ემიგრაციის, ევროპის სამეფო ოჯახებთან დანათესავებისა და სამშობლოში დაბრუნების ამბავს ასახავს.
ფილმი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 25 წლისთავის იუბილეს. „დაბრუნების დასაწყისი“ დაჯილდოვებულია სიგელ-გუჯარით მართლმადიდებლური ფილმების ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიოზ მამალაძე მოკლედ ისაუბრებს სუმბატ დავითის ძის თხზულების „ცხოვრებაი და უწყებაი ბაგრატონიანთა“ მნიშვნელობისა და ავტორის მიერს გადმოცემული სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შესახებ.
დასწრება თავისუფალია.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|