ბრიტანელმა ავტორმა ჯონ მაკრეგორმა მსოფლიოში უმდიდრესი ლიტერატურული
პრიზი – დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია მოიპოვა.
ჯონ მაკრეგორს გამარჯვება მისმა რომანმა „ძაღლებიც კი“ მოუტანა.
დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიის გამარჯვებულ რომანში აღწერილია ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის
ცხოვრება, რომელიც შობას კვდება.
მაკრეგორს ჯილდოდ 100,000 € გადაეცა.
„მას შემდეგ, რაც 2010 წელს წიგნი გამოიცა, მე გაოცებული ვიყავი
მკითხველების რეაქციით. როდესაც ამ წიგნის წერა დავიწყე, მეგონა, რომ ეს იქნებოდა
რთულად წასაკითხი, რადგან, დასაწერად ნამდვილად რთული იყო. თუმცა, ამ სირთულეების
მიუხედავად, მე მსურდა დამეწერა ის,“ – განაცხადა წიგნს ავტორმა.
Internet.ge