ცნობილი ამერიკული ჟურნალის,
Billboard-ის რედაქციამ მკითხველებს ყველაზე სექსუალური პოპ-შემსრულებელი მამაკაცისა
და ქალის არჩევა შესთავაზა. მამაკაცებს შორის პირველი ადგილი 30 წლის ვოკალისტმა ადამ
ლამბერტმა დაიკავა, ხოლო ქალებს შორის ყველაზე მეტი ხმა ბრიტნი სპირსმა დააგროვა.
ხმის მიცემის პროცესში
600 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. თითოეულ ნომინაციაში 10 ფინალისტი გამოვლინდა.
პირველადგილოსან ლამბერტს, რომელიც American Idol-ის შოუს მონაწილე იყო, ამჟამად კი
ჯგუფ Queen-ის ვოკალისტია, ხმათა 26 % ერგო.
სექსუალურ მამაკაცთა შორის
მეორე ადგილი ამერიკული ჯგუფის, Maroon 5-ის ლიდერმა ადამ ლევინმა დაიკავა. მან Billboard-ის
მკითხველების ხმათა 12 % დაიმსახურა. მესამე ადგილზე, ხმათა 10 %-ით, კანადელი თინეიჯერი
ჯასტინ ბიბერი გავიდა. ხუთეულში შევიდნენ ენრიკე იგლესიასი (9,75 %) და ჯგუფ Tokio
Hotel-ის ვოკალისტი ბილ კაულიციც (8 %).
ქალებს შორის გამარჯვებულმა
ბრიტნი სპირსმა ხმათა 45 % დააგროვა. მას საგრძნობლად ჩამორჩნენ მეორე ადგილზე გასული
ლედი გაგა (12 %) და მესამეადგილოსანი ბიონსე (8 %). მომდევნო ადგილები რიანამ (6
%) და კეტი პერიმ (5 %) გაინაწილეს. ათეულში, ასევე, შევიდნენ დემი ლივატო, მადონა,
ჯენიფერ ლოპესი, ნიკი მინაჟი და ტეილორ სვიფტი.
Internet.ge