ვუდი ალენის ფილმი „სიყვარულით რომში“ 2012 წლის ლოს ანჟელესის
კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
„მადლობელი ვარ ფილმში მონაწილე დიდი მსახიობების. მსახიობების,
რომელთა იმედიც მე მქონდა. თუ თქვენ მოგეწონათ ფილმი, მე ბედნიერი ვარ და თუ გძულთ
ის, მაშინ დრო ტყუილად დამიკარგავს. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ ამას არ
გამიმხელთ, რადგან დეპრესიაში ადვილად ვვარდები,“ – განაცხადა რეჟისორმა.
„სიყვარულით რომში“ ვუდი ალენის უკანასკნელი კომედიაა, რომელშიც ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ელენ ფაიგი,
ალეც ბოლდუინი, პენელოპა კრუზი.
Internet.ge