დღეს, კიევის დამოუკიდებლობის
მოედანზე, ევრო-2012-ის მხარდამჭერ კონცერტზე ცნობილი ქართველი ჯაზ-შემსრულებელი
ნინო ქათამაძე იმღერებს. მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ჯგუფი „მგზავრებიც“
მიიღებს, რომლებმაც უკრაინელ მსმენელთა ყურადღება უკვე დაიმსახურეს.
ბილეთის ფასი ფანებისთვის
განკუთვნილ ადგილზე 150 გრივენია, VIP-ზონაში კი - 1 600.
კონცერტი ადგილობრივი დროით
საღამოს 19:00 სთ-ზე დაიწყება. მას ჯგუფი „მგზავრები“ გახსნის, რომელიც 12
მუსიკოსს აერთიანებს.
26 ივნისს, იმავე მოედანზე DJ
Taboo ჯგუფ Black Eyed Peace-ის მუსიკებს გააჟღერებს. გულშემატკივრებისთვის
Gorchitza და Tesla Boy-ც იმღერებენ. ბილეთის ფასი ამ კონცერტზეც იგივე იქნება.
Internet.ge