კრისტენ სტიუარდი
მსოფლიოს ყველაზე მარალანაზღაურებად მსახიობ ქალად დაასახელეს. აღნიშნულ მონაცემებს
ჟურნალი „ფორბსი“ აქვეყნებს.
სტიუარდმა ფილმ
„თვაილაითში“ მონაწილეობისათვის ერთ წელიწადში,
34,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც კამერონ დიასს გაუსწრო. მან 34
მილიონი დოლარით მეორე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მესამე
ადგილს, ის სანდრა ბულოკს ერგო, რომელმაც ფილმ „ბნელ მხარეში“ მონაწილეობისათვის 25
მილიონი დოლარი მიიღო.
„ფილმის ინდუსტრიაში
ქალები გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ ვიდრე მამაკაცები. რომ შევადაროთ, ათმა
ყველაზე მეტად ანაზღაურებადმა ქალმა ერთი წლის განმავლობაში სულ 200 მილიონი
დოლარი გამოიმუშავა, რაც შეეხებათ მამაკაცებს, აღნიშნული მონაცემებით, მათ 361
მილიონი დოლარი მიიღეს ჰონორარად,“ – წერს
ჟურნალის „ფორბსი“.
ჟურნალის მიერ
ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები
ანჯელინა ჯოლი და სარა ჯესიკა პარკერი იყვნენ, რაც შეეხება მამაკაცებს - პირველი
ადგილი ლეონარდო დიკაბრიოს ერგო, რომელმაც 77 მილიონი დოლარის ჰონორარი მიიღო.
Internet.ge