დღეს, საღამოს 8 სთ-ზე
ქართული სიმღერების ეროვნული კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.
აღნიშნულთან
დაკავშირებით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში მეორე ნაციონალური კონკურსის
დახურვა და გალა-კონცერტი გაიმართება.
გამარჯვებულებს მთავარ
პრიზებს გიული ალასანია და „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
უფროსი ვალერი ფანცულია გადასცემენ.
„ხელოვნების აკადემიის“
მიერ ორგანიზებული კონკურსის გენერალური სპონსორი სწორედ კომპანია „თელასი“ იყო.
Internet.ge