დღეს, ბუკინგემის სასახლეში
10 000-ზე მეტ ბრილიანტს გამოფენენ, რომლებიც 3 ასეული წლის განმავლობაში ექვს
ბრიტანელ მონარქს ეკუთვნოდა. გამოფენა დედოფალ ელიზაბედ II ბრილიანტის
იუბილეს - 60 წლიან მმართველობას ეძღვნება.
ექსპოზიციაზე თავად დედოფლის რამდენიმე პირად სამკაულსაც გამოიტანენ. ასევე,
წარმოდგენილი იქნება მანამდე საზოგადოებისთვის უცნობი საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც
დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა.
ლონდონის სამეფო რეზიდენციაში მისულ დამთვალიერებლებს 10-დან იმ 7 ბრილიანტის
ნახვაც შეეძლებათ, რომლებიც მსოფლიოში უდიდესი ალმასის - „კულინანის“ ნაწილი იყო. კიდევ ერთი ძვირფასი ექსპონატი,
რომელსაც საჯაროდ გამოფენენ, „სამხრეთ აფრიკის“ სამკაული იქნება, რომელიც ელიზაბეტ
II, 1947 წელს, 21 წლის იუბილესთან
დაკავშირებით აჩუქეს.
ორგანიზატორთა განცხადებით,
გამოფენაზე ყველა ის ძვირფასი საიუველირო ნაკეთობა იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც
გარკვეული ისტორიული დატვირთვა აქვთ.
internet.ge