ფესტივალი „არტ-გენი 2012“ დღეს, კახეთში, კერძოდ ყვარელში,
ილიას ტბაზე გაიხსნება.
6 ივლისს ფესტივალი-სამეგრელოში გაგრძელდება, 8 ივლისს იმერეთში,
10 ივლისს გურიაში, 12 ივლისს კი, ფოთში გაიმართება.
ფესტივალის მიზანს, რომელიც მეცხრე წელია ტარდება, ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება-პოპულარიზება წარმოადგენს.
წელს დაგეგმილია ფესტივალის 5 რეგიონალური ტური და მისი შემაჯამებელი 10 დღიანი დასკვნითი ნაწილი თბილისში. ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან.
ასევე, წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, კავკასიელი სტუმრები მეზობელი რეგიონებიდან, აგრეთვე შემოქმედებითი ჯგუფები უცხოეთიდან (პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი და სხვ)
ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
Internet.ge