ბათუმს
რუსული ჯგუფი „უმათურმანი“ 10-კაციანი შემადგენლობით ეწვევა და კონცერტს
გამართავს.
როგორც
MS Company-ის წარმომადგენელმა ანა მურადაშვილმა განაცხადა, ჯგუფი ძველ ჰიტებთან
ერთად ახალ სიმღერებსაც შეასრულებს. კონცერტი 23 აგვისტოსაა დაგეგმილი.
თავდაპირველად
კონცერტის გამართვა ბულვარში იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ იგი
„მაგნოლიას“ კომპლექსში ჩატარდება.
ჩვეულებრივი
ბილეთის ფასი 50 ლარი იქნება, VIP ადგილები კი 120 ლარი ეღირება.
internet.ge