სარა დიუმონი თბილისშია
15:15 14.07.2012
|
დღის სიახლეები
|
საპროდიუსერო კომპანია „იბერია ფიქჩერზის“ და „სთორიმენ პროდაქშენის“ ერთობლივი პროექტის „თბილისი, ჩემი ქალაქის“ ფარგლებში, მალკოლმ მაკდოუელის შემდეგ, 13 ივლისს, თბილისს ამერიკელი მსახიობი და მოდელი სარა დიუმონი ეწვია.
მოდელი და მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ნიკა აგიაშვილის ფილმში „Freedom“, ფილმის გადაღების ნაწილი უკვე დასრულებულია, სადაც მას პარტნიორობას უწევს ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი რონ პერლმანი.
ფილმის სიუჟეტი ქალაქში მოგზაურობის დროს ვითარდება. ორივეს ერთად, თბილისში მოგზაურობის დროს, მაყურებელი ეკრანებზე სექტემბერში იხილავს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|