თბილისის
105-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა,
2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გამართეს.
ღონისძიებას
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სხვა მოწვეული სტუმრებთან
ერთად, აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის ვახტანგ გზირიშვილის დედა ესწრებოდა.
მოსწავლეებმა
ვახტანგ გზირიშვილისა და მასთან ერთად მებრძოლი მეომრების ცხოვრებისა და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს და ზოგიერთი მათგანი თეატრალიზირებულად
წარმოადგინეს.
ცნობისთვის, ვახტანგ გზირიშვილი ცხინვალში იბრძოდა. იგი 8 აგვისტოს, სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
Internet.ge