ახალი
პროექტის ფარგლებში საქართველოს რობერტ ბოშის ფონდი
ეროვნულ
კინოცენტრთან
ერთად ეწვევია. აღნიშნული პროექტი
მიზნად ისახავს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ხელის
შეწყობას, გერმანელი
კოპროდიუსერების
მოძიებასა და თანამშრომლობას.
პროექტების მარკეტში მონაწილეობისთვის ბოშის ფონდის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორების 12 პროექტი შეარჩიეს.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი. ექსპერტები ქართველ კინემატოგრაფისტებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტების განვითარება
პირველი შეხვედრა
24 ივლისს,
18: 30 სთ,
გოეთეს ინსტიტუტში
გაიმართება.
სტუმრები საქართველოში 27 ივლისისამდე დარჩებიან.
რობერტ ბოშის ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფონდია, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს განახორციელონ პროექტები და ინიციატივები გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ.
Internet.ge