„თბილისის
საოპერო ფესტივალის“ გალა კონცერტი დღეს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე წარდგენილი იქნება ფრაგმენტები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის ოპერებიდან.
თბილისის
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები - თეა დემურიშვილი, ლეგი იმედაშვილი, მიშელინა ქობალიანი, ზაალ ხელაია. გალა კონცერტს ჯანლუკა მარჩანო იდირიჟორებს.
„თბილისის
საოპერო ფესტივალს“ დედაქალაქმა წელს პირველად უმასპინძლა და ის 9 ივლისს, პეტრე ჩაიკოვსკისა და ზაქარია
ფალიაშვილის
ნაწარმოებებით
გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, შესრულდა ვერდის “ნაბუქო” რომლის
შესრულებაში
ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობდა ფესტივალის სპეციალური სტუმარი - ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი (ლიბანი) და გერმანიაში
მოღვაწე მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე.
Internet.ge