დოლოჭოპის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა უნიკალური კომპლექსის ნანგრევები
აღმოაჩინეს. კახეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტები უკვე
ჩავიდნენ. სპეციალისტები მდინარე დურუჯის სანაპიროზე ტაძრის შესწავლას იწყებენ.
წინასწარი ვერსიით ეკლესია, მასშტაბებით ბოლნისის სიონს აღემატება.
ასევე აღმოჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სამარხი, რომელიც გაძარცვულია.
არქეოლოგების ვერსიით ეკლესია დაახლოებით მე-5 საუკუნისაა და სავარაუდოდ, მე-14 საუკუნეშია დანგრეული.
internet.ge