ახლადაღმოჩენილი ტილო, რომელიც შესაძლოა და ვინჩის ეკუთვნოდეს 150 მილიონადაა შეფასებული
შოტლანდიაში
აღმოაჩინეს ტილო, რომელიც შესაძლოა ლეონარდო და ვინჩის მიერ იყოს შესრულებული.
ნახატი 59 წლის ფიონა მაკლარენს ეკუთვნის, თუმცა, მისი მხატვრის ვინაობა არ იყო ცნობილი.
როდესაც მან ნახატი შესაფასებლად მიიტანა, ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ის
შესაძლოა ცნობილ ფლორენციელ მხატვარს, ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნოდეს. მათი
ვარაუდით, ეს შესაძლოა იყოს 500 წლის ფერწერული ტილო,
რომელიც $ 150 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების არის.
ინფორმაციას
ამის შესახებ Daily Mail
ავრცელებს. მისი
განმარტებით, აღნიშნული ფერწერა შეიძლება იყოს მარიამ მაგდალელის გამოსახულება, რომელსაც ყრმა უკავია ხელში. ამ ეტაპზე კემბრიჯისა და ჰამილტონის უნივერსიტეტის ექსპერტები ტილოს ასაკს შეისწავლიან.
სპეციალისტების
განცხადებით, მაშინაც კი, თუ
აღმოჩენილი ნამუშევარი და ვინჩის არ ეკუთვნის, ის და ვინჩის სკოლის მიერ არის
შექმნილი.
ერთ-ერთი
ექსპერტის განცხადებით, გაცვეთილ ქაღალდზე ჩანს სიტყვა "მაგდალელი". ამასთანავე,
ტილოზე გამოსახულია ექვსი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ ის და ვინჩის ეკუთვნის.
Internet.ge