ბათუმის
მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში მიუზიკლის -
"ვერის
უბნის მელოდიების"
თანამედროვე
ვერსის წარმოადგენა
გაიმართება. სანახაობა "თი ბი სი ბანკის“ 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
მიუზიკლის რეჟისორია მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი რედა ბენტიფორი, რომელსაც სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, დაიანა როსი, ვანესა პარადისი, მაიკლ ჯექსონი და სხვები.
სპექტაკლის
მუსიკალური
ხელმძღვანელი
და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი არგენტინელი - სანტიაგო ფერნანდესი.
მიუზიკლში
გამოყენებულია
ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფია.
Internet.ge