კიევის ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში დაიწყო გამოფენა ძმინარე მზეთუნახავი, რომელიც 15 დღეს გაგრძელდება.
უკრაინელი მხატვარი ტარას პოლატაიკო თავის პერფორმანსს ზღაპარს უწოდებს. ამბობს, რომ სურდა გაეცოცხლებინა შარლ პეროს ცნობილი ისტორია და ლამაზმან უკრაინელებს სიყვარულის პოვნაში დახმარებოდა.
პროექტში 5 გოგონა მონაწილეობს. მათ დღის განმავლობაში 2-2- საათი, მორიგეობით სძინავთ. წესის თანახმად, მზეთუნახავმა მხოლოდ მაშინ უნდა გაახილოს თვალი, როცა პრინცის ამბორი მოხიბლავს და ცოლადაც უნდა გაჰყვეს.
თუმცა მუზეუმში წამოწოლილი გოგონების კოცნა ყველას არ შეუძლია. კარგად მოწმდება ყველა პიროვნება, მათი დოკუმენტები, ფოტოები, ამასთან, მამაკაცები ხელს აწერენ იმაზეც, რომ თუ მზეთუნახავს გააღვიძებენ, მას აუცილებლად მოიყვანენ ცოლად.
თავის მხრივ, ასეთი ხელწერილი გოგონებსაც აქვთ დადებული, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება.
Internet.ge