დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ვარაუდით, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობაში, ხვნა-თესვის პროგრამა წარმატებით დასრულდება.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის საპასუხოდ ბობოხიძემ განაცხადა, სიმინდისა და სოფლის მეურნეობის თემა კვლავ ყბადაღებული საკითხია, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას ხელი შეუწყოს.
მისი თქმით, წელს, უკვე 300 ერთეული ტექნიკა შემოვიდა და წლის ბოლომდე 1200 აგრეგატი შემოვა, რათა ხელით შრომა სოფლის მეორნეობიდან მთლიანად იქნეს ამოვარდნილი.
“არ ვიცი გაგიხარდებათ თუ არა, მაგრამ თქვენს მიერ ნაგინები თესლი ლაგოდეხში, უკვე 4 ათას ჰექტარზე მეტი დაითესა, კი არ მოიხნა, არამედ დაითესა. კახეთში, ახლა ხვნმა–თესვის კამპანია მიმდინარეობს, სამწუხაროდ, დასავლეთ საქართვეოლოს არ აქვს წესად, რომ ზამთრის წინ სავარგულები მოიხნას და გაზაფხულისთვის გამზადდეს, მაგრამ მოსახლეობა მზად არის ხვნა-თესვლისთვის. გარწმუნებთ, რომ წელსაც სოფლის მეორნეობაში ხვნა- თესვის პროგრამა წარმატებით დასრულდება. თქვენგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობა ხვდება, რომ თუკი, რაიმე პრობლემები ჰქონდათ შარშან, ეს იყო არა თესლის, არამედ სამწუხაროდ, იმ ამინდის ბრალი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, რადგან ჩვენ ასეთი ზებუნებრივი ძალა არ გვაქვს”, - დასძინა მან.
Internet.ge