სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა.
ამავე მონაცემების
მიხედვით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის
მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ სურსათსა და
უალკოჰოლო სასმელების ჯგუფსა (შემცირდა 0,2%–ით)
და სატრანსპორტო
საშუალებებზე ფასების 1,2 პროცენტით
მომატებამ.
რაც შეეხება ინფლაციის
წლიურ მაჩვენებელს, მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით -0,4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებელზე
გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ სურსათზე, უალკოჰოლო
სასმელებზე, სასტუმროებზე, კაფეებსა
და რესტორნებზე.
internet.ge