"ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაყიდა
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" ლიცენზია აუქციონის წესით გაყიდა.
აუქციონი „ბუნებრივი რესურსების სააგენტოში" დღეს გაიმართა.
ახალციხის ტერიტორიაზე „ახალციხის" მინერალური წყლისა და თანმდევი აირის საბადოს №99 ჭაბურღილიდან ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების უფლება კომპანიამ „CO 2+" 220 ათას შეიძინა. აუქციონზე ლიცენზიის საწყისი ფასი 200 ათას ლარს შეადგენდა.
Internet.ge