საქსტატმა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის 2012 წლის I კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო
საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველომ, საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის
2012 წლის
I კვარტალის
სტატისტიკური
გამოკვლევა
დაიწყო.
გამოკვლევას ქვეყანაში მოქმედი ყველა საწარმო ექვემდებარება, რომელსაც ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა აქვს არარეზიდენტებთან.
აღნიშნული
გამოკვლევის
შედეგად მიიღება ინფორმაცია 2012
წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული
პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების შესახებ ქვეყნების, ეკონომიკის სექტორებისა და ინფორმაციის წყაროების ჭრილში.
საგარეო
ეკონომიკური
საქმიანობის
გამოკვლევის
შედეგები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს.
მონაცემები2012
წლის 11 ივნისს გამოქვეყნდება.
Internet.ge