ქობალია: წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 250 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 250 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც შარშანდელი იგივე პერიოდის მაჩვენებელს
20%-ით აღემატება.
როგორც ქობალიამ „სასტუმრო“ რედისონში მიმდინარე ამბასაადორიალის
მეორე ნაწილის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სითყვით
გამოსვლისას ის ელჩებს საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებულ
ეკონომიკურ
პროექტებზე
მიაწვდის ინფორმაციას.
„ეკონომიკის სამინისტრო ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქართველ ელჩებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ხელშესაწყობად და უცხოური ინვესტიციების ზრდის უზრუნველსაყოფად,
როგორც ევროპის ისე აზიის ქვეყნებში“,-
განაცხადა ქობალიამ.
internet.ge