ოქტომბრიდან ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ საქსტატს ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში, გამარტივებული ფორმით წარუდგინონ.
„სიახლე, რომელსაც საქსტატი კომპანიებს სთავაზობს, მნიშვნელოვნად გააადვილებს საქსტატისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მარტივდება ასევე სპეციალური ფორმები, რომელთა შესაბამისადაც ხდება ინფორმაციის წარდგენა“–
აღნიშნულია საქსტატის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
აღნიშნული
პროექტი თითოეულ
კომპანიას საშუალებას მისცემს საკუთარი სახელით დაარეგისტრირდეს შესაბამის ვებ-გვერდზე, მიუთითოს საქმიანობის სფერო (სფეროები) და პერიოდულად მიიღოს ამ სფეროების შესახებ სტატიტიკური მონაცემები. ამასთანავე,
თითოეულ
კომპანიას
შეეძლება მის მიერ წინა პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციის ნახვაც.
ბიზნეს-სტატისტიკის კვლევის ონლაინ პორტალის შემუშავების პროცესში საქსტატმა კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გაიარა.
Internet.ge