ხე-ტყის ჭრაზე დაწესებული მოსაკრებელის რაოდენობა შემცირდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ მთვრობის
სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ხე-ტყის რესურსების მოპოვების გადასახადების ახალი კონცეფცია წარმოადგინა.
ახალი კონცეფციის მიხედვით, მკვეთრად შემცირდება ხე-ტყის კომერციულ და სოციალურ ჭრაზე დაწესებული მოსაკრებელის რაოდენობა და მისი მოცულობა. გარდა ამისა, გამარტივდება
ხე-ტყის მოჭრისთვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურა.
ამასთან,
მთავრობის
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წარმოების ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე.
ვანო მერაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში ბიზნესის დაწყების კუთხით, კვლავ უამრავი დაბრკოლება არსებობს საკანონმდებლო დონეზე, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს დაავალა სამინისტროებში არსებული რეგულაციების შესწავლა და მათი გამარტივება.
internet.ge