GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომი“ 90 ათასი ლარით დააჯარიმა
20:43 10.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, გამართულ სხდომაზე „მაგთიკომი“ დაჯარიმდა.

კომისიამ „მაგთიკომს“ არასათანადო რეკლამით მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობის გამო 90 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა  დააკისრა.

„GMG“ კონკურენტ კომპანიას არასათანადო სარეკლამო რგოლების გაშვებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება, სარეკლამო რგოლს შემდეგი ტექსტით:  „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „Setanta sports“. ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები. 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“. თუმცა, აღნიშნული  სპორტული გადაცემების ქართულ ენაზე გაშვების უფლება „GMG“–საც აქვს მოპოვებული. „მაგთისატი“ კი სარეკლამო რგოლში მომხმარებელს ეუბნება, რომ მხოლოდ მის აბონენტებს აქვთ საშუალება იხილონ აღნიშული სპორტული გადაცემები, რითაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს“,- აცხადებენ კომისიაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომას ესწრებოდა, როგორც „მაგთიკომის“ ასევე, შპს “გლობალ მედია ჯგუფის“ („GMG“) წარმომადგენლები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თეა წულუკიანი აქციის მონაწილეებს შეხვდა1
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ2
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)3
გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ4
ია ფარულავა: გუბაზმა თუ მოიხადა ბოდიში ალბინოსებზე?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X