ბიძინა ივანიშვილი: აუცილებლად გავხსნით რუსულ ბაზარს
18:58 09.09.2012
|
დღის სიახლეები
|
კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთის ბაზარი ღვინისათვის აუცილებლად გაიხსნება.
ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა დღეს გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, მას ღვინის ხარისხის გაფუჭებას აბრალებენ, რაც ივანიშვილის შეფასებით სიცრუეა.
“გლეხი თავის მიწაზე რას მოიყვანს ამაში არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო, მაგრამ ხელისუფლება მევენახეობაზე უნდა ზრუნავდეს, დღეს გლეხს შრომა არ უფასდება. ამათ ხალხი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, ცოტაც გაუძელით და გპირდებით, რომ მომავლი რთველი სულ სხვანაირი იქნება”,- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1 მილიარდიანი ფონდი შეიქმნება სოფლის აღორძინებისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|