ივანიშვილმა თელავში გამართულ აქციაზე დიდი დრო დაუთმო
სოფლის მეურნეობაზე საუბარს. მან აქციაზე შეკრებილთ ახალი ინიციატივაც გააცნო.
‘’ჩვენ მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაზე
ვიზრუნებთ და ამ ზრუნვის ნაწილი იქნება რთველიც. ჩვენი გეგმის მიხედვით ვენახები უნდა
გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, უნდა მოვიყვანოთ მაღალხარისხიანი ყურძენი.
გლეხის მოსავალი დაზღვეული იქნება რისკებისაგან, აუცილებლად
შევქმნით სეტყვის საწინააღმდეგო, ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებისათვის უვნებელ
სისტემას. კახელი გლეხი მარტო მევენახე არ უნდა იყოს, ის უნდა გახდეს ღვინის მწარმოებელიც,
რათა მეტი შემოსავალი მიიღოს" - განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge