GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი დუშეთს სტუმრობდა
11:10 12.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა და მდინარე თეთრ არაგვზე „არაგვი ჰესი"-ს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ჰეს-ის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში დასრულდება.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის სტაბილურად მზარდი მოხმარების ფონზე საქართველოში არსებული ჰიდრო რესურსების ათვისების მნიშვნელობაზე.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზე არის ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მოცულობით, აღნიშნული რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. სწორედ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს 17 ჰეს-ის მშენებლობა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

„არაგვი ჰესი"-ს დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარია. ჰეს-ის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი გუდაურსა და ფასანაურს შორის, სოფელ ნაღვარევში მდებარე საოჯახო სასტუმრო „არაგვ"-ს ესტუმრა და მის მფლობელს გაესაუბრა. ვანო მერაბიშვილმა სასტუმროს მფლობელს გააცნო მთავრობის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მცირე ზომის სასტუმროების რეკლამირებას, ვინაიდან სასტუმროებს ხშირად საშუალება არ აქვთ თავად დააფინანსონ მსგავსი ხარჯები. ამ მიზნით უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელშიც დიდ სასტუმროებთან ერთად შევა სასტუმრო „არაგვის" მსგავსი მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებიც, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ოთახები წინასწარ, ინტერნეტის გამოყენებით დაჯავშნონ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შედეგად,დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში ტურისტების რაოდენობისა და მგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდაზე. მისი განცხადებით, კობი-გუდაურის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მომდევნო წლის აპრილში დასრულდება, აღნიშნულ რაიონებში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დამატებით შემოსავალს მოუტანს მათ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეგვიპტეში მუსულმანები ქრისტიანებს დაუპირისპირდნენ1
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს2
პარლამენტში მინისტრებს ელოდებიან3
"ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველების ქონებას ყადაღა დაედო4
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X