საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის
მწარმოებელი კომპანიებისათვის განცხადებას ავრცელებს,
რომელსაც „ინტერნეტ. ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში არსებულ ღვინის მწარმოებელ კერძო კომპანიებსა და უცხო ქვეყნის მასერტიფიცირებელ
ორგანოებს
შორის ურთიერთობა არის მხოლოდ ამ ორი კონკრეტული სუბიექტის თანამშრომლობის საგანი.
სახელმწიფო არანაირი ფორმით არ ერევა აღნიშნულ პროცესში და აცხადებს, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მასერტიფიცირებელი ორგანოს წარმომადგენელს, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში, ადგილზე გაეცნოს ქართული ღვინის მწარმოებელი კერძო კომპანიების საქმიანობას, დაესწროს ღვინის წარმოების პროცესს და შემდგომ, არსებულიდან გამომდინარე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება
- ამა თუ იმ კომპანიისათვის ღვინის წარმოების იმპორტის ნებართვის გაცემის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია ქართული მინერალური წყლის, ღვინისა და ასევე ნებისმიერი დასახელების მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით და კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზადყოფნას აქტიურად შეუწყოს ხელი აღნიშნულ პროცესს.“
Internet.ge