რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სტატისტიკის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, დღეს
სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მინისტრმა - რამაზ ნიკოლაიშვილმა და ”საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა - ზაზა ჭელიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა (2010-2017წწ.
) და მისი სამოქმედო გეგმის (2011-2014წწ) განხორციელების, შეფასებისა და მონიტორინგისათვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას, რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებულ ძირითად სექტორებში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება, საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის „საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის" პროგრამის დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრული საბიუჯეტო დახმარების მეორე ტრანშის (6.0 მლნ ევრო) ჩამორიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა.
Internet.ge