2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 6 384,1 მლნ ლარი შეადგინა
2012
წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 6
384,1 მლნ
ლარი შეადგინა
საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა,
ხოლო დეფლატორი 0,1%-ით შემცირდა.
მიმდინარე
წლის ორი კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
7,5%-ითგაიზარდა,
ხოლო დეფლატორის ზრდამ 0,7% შეადგინა.
მთლიან
შიდა პროდუქტში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა მრეწველობა
(16,6% და
ვაჭრობა
(16,6%). მომდევნო
პოზიციებს
იკავებს სახელმწიფო მმართველობა
(11,7%), ტრანსპორტი
და კავშირგაბმულობა
(11,5%), სოფლის
მეურნეობა,
მეთევზეობა
(8,6%) და
ჯანდაცვა
(5,9%).
internet.ge