2012 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო
სავაჭრო ბრუნვამ 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ექსპორტი 13%–ით, ხოლო იმპორტი
16%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 3544
მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
Internet.ge