„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირებს, საგადასახადო შეთანხმების შესაძლებლობა ეძლევათ.
პარლამენტში
წარდგენილი ცვლილებებით, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს – სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში, დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების მიზნით.
ამასთან, პროექტის მიხედვით, მომავალ საგადასახადო პერიოდში, თუ პერიოდებში, დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირებისას, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების შეწყვეტისას, ფაქტობრივად დეკლარირებულ და გადაუხდელი გადასახადის თანხას, შესაბამისი საურავი დაერიცხება.
შეგახსენებთ,
რომ კანონმდებლობით, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს – იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ვაჭრობის ორგანიზებას საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეწევა.
internet.ge